თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა უსაფრთხოების უმთავრესი მექანიზმია. განვიხილოთ ხუნდების სხვადასხვა სახეობები, მათი უპირატესობები და სუსტი მხარეები, რაც დაგეხმარებათ თქვენი მანქანისა და ტარების სტილის შესაბამისი ხუნდების არჩევაში.
ხუნდების ერთ-ერთი სახეობაა კერამიკული ხუნდები. ეს ხუნდები მზადდება კერამიკისგან, სპილენძის ბოჭკოსგან და სხვა., ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება მცირე ოდენობით რკინის ბოჭკოც. ეს ხელს უწყობს თბოგამტარობის და ფრიქციის კოეფიციენტის ზრდას.
კერამიკული ხუნდები 1980 წლებში განავითარეს და მათი პოპულარობა მაშ შემდეგ სტაბილურად იზრდება შემდეგი მიზეზების გამო:
კერამიკული ხუნდების ძირითადი მინუსია ის, რომ სხვა ხუნდებზე უფრო ძვირი ღირს. კერამიკული ხუნდები არ გამოგადგებათ თუ რბოლებში იღებთ მონაწილეობას. ყველა სხვა შემთხვევაში იდეალურ შედეგს იძლევა.
ხუნდების მეორე სახეობაა ნახევრად-მეტალის ხუნდები. ასეთი ხუნდების შემადგენლობაში 30%-დან 70%-მდე უჭირავს მეტალს, მათ შორის სპილენძს, რკინა, ფოლადი ან სხვა კომპოზიტურ შენადნობებს. მეტალის წილი დამოკიდებულია მწარმოებელზე და სამიზნე სეგმენტზე.
ნახევრად-მეტალის ხუნდების ძირითადი უპირატესობაა მისი ეფექტურობა და დაბალი ფასია. ის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურებზეც კი ინარჩუნებს ეფექტურობას მეტალის მაღალი თბოგამტარობის წყალობით. გარდა ამისა, ნაკლებად კუმშვადია და სამუხრუჭე პედალზე მცირედი დაწოლითაც მიიღებთ შედეგს.
კერამიკულ ხუნდებთან შედარებით, ნახევრად-მეტალის ხუნდები მეტად ხმაურობენ. ასევე უფრო მეტად ცვეთენ სამუხრუჭე დისკს (“აპორნს”). ფასი კერამიკულზე ნაკლები აქვს.